Möller’s-ის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლიმონის გემოთი

Möller’s-ის 100%-ით ბუნებრივი, ნორვეგიული ვირთევზას ღვიძლის ზეთი იწარმოება 1854 წლიდან, იგი მდიდარია ომეგა-3-ითა და ვიტამინებით. მიიღეთ ეს პროდუქტი ყოველდღიურად და იზრუნეთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე. ვირთევზას ღვიძლის ზეთი მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდრეობისათვის.
არტიკული: მიოლერის ომეგა 3, სითხე ლიმონის არომატით. (ომეგა 3+D,A და E ვიტამინები)
43,00 ₾

შემადგენლობა| 5 მლ-ში

ვიტამინი D: 10 µg (200%*)
ვიტამინი A: 3 mg
ვიტამინი E: 10 mg (83%*)
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები: 1,2 g
- ჯამური DHA: 0,6 g*
- ჯამური EPA: 0,4 g
*პროდუქტი ლიმონის გემოთი შეიცავს 0,5 გ DHA-ს

Möller’s ვირთევზას ღვიძლის ზეთი თხევადი სახით არის უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რაც დადასტურებულია მრავალი თაობის გამოცდილებით. ვირთევზას ღვიძლის ზეთი რეკომენდებულია ნორვეგიის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ, როგორც გამორჩეული საკვები დანამატი. ამ პროდუქტის ნედლეული მოიპოვება ევროპის საზღვაო ზედამხედველობის საბჭოს (MSC) მიერ სერთიფიცირებული მეთევზეობით ლოფოტენსა და ვესტერსა და ალენში, ჩრდილო ნორვეგიის ეკოლოგიურად სუფთა და ხელუხლებელ წყლებში.

ახლად მოპოვებული, საღი ნედლეული გადის მკაცრად კონტორლირებადი წარმოების ჯაჭვს და ვიღებთ საუკეთესო პროდუქტს თქვენთვის და თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისათვის. ვირთევზას ღვიძლის ზეთი – 100%-ით ნორვეგიული პროდუქტი, საბოლოოდ იწმინდება და იფუთება ოსლოში.

Möller’s გაძლევთ გარანტიას, რომ პროდუქტი საღი და სუფთაა! Möller’s ყველა პროდუქტის ხარისხი ევროპის ფარმაკოპეისა და GOED-ის (DHA და EPA გლობალური ორგანიზაცია) მიერ დაწესებულ საკმაოდ მკაცრი კონტროლირების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ კომპანიის წარმოების რეგულაციები იმაზე გაცილებით მკაცრია, ვიდრე ზემოთ ხსენებული ორგანიზაციებისა. შესაბამისად, რეგულარული კონტროლის წყალობით Möller’s-ის პროდუქციის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ევროპის კანონმდებლობა მოითხოვს.

Möller’s მოეგა-3 ვირთევზას ღვიძლის ზეთი, ბრიუსელში არსებული გემოს საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დაჯილდოვებული და აღიარებულია, როგორც საუკეთესო გემოს მქონე პროდუქტი. 2019 წელს შერეული ციტრუსის არომატმა მიიღო ერთი ვარსკვლავი, ვაშლისა და ლიმონის არომატის მქონე ვირთევზას ღვიძლის ზეთებმა მიიღეს ორ-ორი ვარსკვლავი. გემრიელი, კარგად შეზავებული ლიმონის, ვაშლისა და შერეული ციტრუსის არომტები მიიღება ნატურალური ინგრედიენტებით, რაც მის ყოველდღიურად მიღებას მეტად სასიამოვნოს ხდის.

რადგან შენს ორგანიზმს არ აქვს უნარი, თავისით წარმოქმნას ომეგა-3 , გჭირდება ყოველდღიური რაციონი გაამდიდრო ამ საჭირო საკვები ნივთიერებით: სხვადასხვა პროდუქტებით, ან საკვები დანამატის დახმარებით. Möller’s-ის ვირთევზას ღვიძლის ზეთი მდიდარია ომეგა-3-ის შემადგენელი DHA და EPA ცხიმოვანი მჟავებით, იგი ასევე შენს ორგანიზმს ამარაგებს A, D დაE ვიტამინებით. DHA და EPA ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას*. ცალკე DHA კი, ხელს უწყობს ნორმალურ მხედველობასა და ტვინის მუშაობას.** A და D ვიტამინები შენს იმუნურ სისტემაზე მოქმედებენ დადებითად, აჯანსაღებენ და ააქტიურებენ მას. ჩვენს პროდუქტში შემავალი E ვიტამინი კი იცავს თქვენს უჯრედებს ჟანგვითი ზემოქმედებისგან.

დაიწყე ცხოვრება ჯანსაღად! Möller’s ვირთევზას ღვიძლის ზეთი ომეგა 3-ის იდეალური წყაროა მომავალი დედებისათვის, ორსულობისას და ბავშვის დაბადების შემდგომ პეიოდშიც. DHA ცხიმოვანი მჟავა დედისგან ნაყოფს გადაეცემა და მისი თვალებისა და ტვინის ჯანსაღ განვითარებას უზრუნველყოფს. იგივე ხდება ძუძთი კვებისას, რადგან ამ დროს ჩვილი იღებს ამ მნიშვნელოვან საკვებ ელემენტს დედისგან. D ვიტამინი ბავშვის ზრდასა და ძვლის განვითარებას უწყობს ხელს.

ვირთევზას ღვიძლის ზეთის რეკომენდირებული დღიური დოზაა 5 მლ. ბავშვებსა და ზრდასრულებში. ზრდასრულებში, საჭიროებისამებრ, შესაძლოა დოზის გაორმაგება.

*სასარგებლო შედეგი მიიღწევა დღიური 250 მგ. EPA-ადაDHA-ს მიღებით.

**სასარგებლო შედეგი მიიღწევა დღიური 250 მგ. DHA-ს მიღებით.